სამკვირიანი დაგვიანებით

სასწავლო პრაქტიკული კურსი ბრიტანული პროგრამით RYA თურქული სკოლის მიერ იყო ორგანიზებული. დიდხანს ვარჩევდი ჩემთვის პროგრამას და ბოლოს ბრიტანულზე შევჩერდი, მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ცნობილია, თან მისი ფილოსოფიაა – თეორიული ცოდნის აუცილებელი მინიმუმი და შემდეგ პრაქტიკა, პრაქტიკა, პრაქტიკა, მომწონს:)

IMG_9253

ერთკვირიანი კურსის შემდეგ Competent Crew სერტიფიკატი მივიღე, როგორც ვგეგმავდი. ნუ გულის სიღრმეში რა თქმა უნდა ვფიქრობდი, რომ თეორიულად შკიპერის სერტიფიკატის მიღებაც იყო შესაძლებელი, მაგრამ ობიექტურად ვხდებოდი, რომ ერთი კვირა ამისთვის საკმარისი არ იყო.

IMG_9250

შემდეგ კურსზე შევეცდები მივიღო Day Skipper. თუ ჩემს ინსტრუქტორს – ჯონს დავუჯერებ, არ უნდა გამიჭირდეს:) ამის შემდეგ ჩემთვის ხსნილია Bareboat ჩარტერის სამყარო – ეკიპაჟის გარეშე, კაპიტნის რანგში შევძლებ იახტის ქირაობას. წინასწარ ვიღებ შემოთავაზებებს ერთობლივ ჩარტერზე – ამ კომპანიაში სერიოზული ფასდაკლება მექნება ;)

IMG_9241

შთაბეჭდილებებზე არაფრის დაწერას არ ვაპირებ – ვისაც არ გამოუცდია, მაინც ვერ ავუხსნი:)

IMG_9332

შემოდგომაზე შემდეგ კურსზე წასვლას როგორც ჩანს ვერ ვარხერხებ, ასე რომ გაზაფხულამდე მომიწევს მოცდა. მანამდე საქართველოში შევეცდები დამატებითი პრაქტიკის საშუალება გამოვნახო.

IMG_9291

(მიდის ნავიგაციის სამეცადინოდ სმაილი)

IMG_9471

მთლიანი ალბომი

2 Responses to სამკვირიანი დაგვიანებით

  1. latatie says:

    გილოცავ (აწი, იახტის ყიდვა არ გაგიჭირდება) !

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: