ანადოლუქავაგი

გასეირნება ბოსფორზე და ანადოლუქავაგი
ექსკურსია ბოსფორზე სტამბულში სტუმრობის ერთ-ერთი ”აუცილებელი” ელემენტია. შეგიძლიათ დაქირავოთ „ექსკლუზიური“ კატარღა, შეუერთდეთ რომელიმე ტურისტულ ჯგუფს ან იმგზავროთ სახელმწიფო ბორანით. მე ეს უკანასკნელი ვარიანტი ავირჩიე.
ბორანი დილით ადრე გადის და ჯობია განრიგი წინასწარ დააზუსტოთ. მარშრუტი ემინონუს საზღვაო სადგურიდან იწყება. საზღვაო ტრანსპორტის მოძრაობის განრიგსაც აქვე გაეცნობით. ბორანი გატენილი იყო თურქი და უცხოელი ტურისტებით, მაგრამ ცივი ქარის გამო, ღია გემბანი სადაც მე ვიჯექი, ნელ-ნელა დაიცალა. უკანა გზაზე ჩემს გარდა გემბანზე მხოლოდ ორი წყვილი დარჩა – ახალგაზრდა შეყვარებული თურქები და ხანდაზმული, მაგრამ კარგად ეკიპირებული შვედები.
საბოლოო დანიშნულების წერტილია ანადოლუქავაგი – პატარა დასახლება ბოსფორის შავ ზღვასთან შეერთების ადგილას.
მთელ სტამბულში ყველაზე მეტად სწორედ ეს დასახლება მომეწონა და რომ არა მეორე დღეს დაგეგმილი საქართველოში დაბრუნება, სიამოვნებით გავატარებდი იქ რამდენიმე დღეს.
ძალიან მშვიდი ადგილია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ბორნით იქ საკმაოდ ბევრი ტურისტი ჩავიდა და ბორანის გარდა, ტურისტებით დატვირთული სხვა მცურავი საშუალებებიც მიადგნენ ნაპირს, ხალხმრავლობა მხოლოდ ნავსაყუდელის წინ პატარა მოედანზე და მიმდებარე ერთ-ორ ქუჩაზე იგრძნობოდა, სადაც მრავლადაა განლაგებული რესტორნები.
ბორანი უკან სამ საათში ბრუნდება, ეს დრო საკმარისია იმისთვის რომ დაათვალიეროთ დასახლება, ახვიდეთ ციხესთან და წაიხემსოთ ერთ-ერთ რესტორანში. თუ უფრო საფუძვლიანად გსურთ იქაურობის შესწავლა, პორტშივე (პორტი ძალიან ხმამაღალი ნათქვამია) რამდენიმე სასტუმრო მდებარეობს.
დასახლება, სადაც ძირითადად მეთევზეები ცხოვრობენ, მთის ფერდობზეა განლაგებული. მთაზე ძველი ციხის ნანგრევებია, ციხემდე არ მისული – მოქმედი სამხედრო გარნიზონი. ციხისკენ რომ ავდიოდით გზაზე სამხედროები დაგვხვდნენ და ძალიან ზრდილობიანად გვთხოვეს არ გადაგვეღო მათი ნაწილი და მიმდებარე ტერიტორია.
აქაურებს ორი ძირითადი შემოსავლის წყარო აქვთ. ერთ–ერთი თევზაობა და კრევეტების ჭერაა. ზღვაში როგორც შედარებით თანამედროვე სათევზაო კატარღებით, ასევე მამაპაპური ძველი ნავებით გადიან, რომლებიც ამჟამინდელ მფლობელებამდე მათი წინაპრების რამდენიმე თაობას ემსახურებოდნენ.
მეორე შემოსავლის წყარო – ტურისტებია. მათთვის აქ ყველა პირობაა შექმნილი. განსხვავებით სტამბულის სხვა უბნებისგან, აქ არ შემხვედრია არც ერთი გარე მოვაჭრე და რაც მთავარია არც ერთი ფეხსაცმლის მწმენდავი. ამ უკანასკნელებს სტამბულში განსაკუთრებით უნდა ერიდოთ, მათ შესახებ მოგვიანებით დავწერ. აქ არავინ არ მოგსდევთ და არ გატენით სუვენირებს, რუქებს ან უსარგებლო ბროშურებს.
სუვენირები აქვე მზადდება, თუმცა ეს ადამიანი მისი ჯიხურის გარშემო მოსიარული ტურისტებს ზედაც არ უყურებდა. თავს მხოლოდ მაშინ წევდა, როდესაც რამეს ეკითხებოდნენ.
ციხის ძირში მდებარეობს რესტორანი ღია ტერასებით და ლამაზი ხედით. მენიუს, ისევე როგორც ნავსაყუდელთან მრავლად თავმოყრილ რესტორნებში, ძირიტადად ახალი ზღვის პროდუქტები შეადგენენ. მე გამგზავრებამდე კარგად ვჭამე და ამიტომ მხოლოდ ცომში შემწვარი კრევეტებით და ლუდით შემოვიფარგლე, მაგრამ სხვა კერძებიც საკმაოდ გემრიელად გამოიყურებოდა.
თვითონ ციხეს რაც შეეხება… ერთი ჩვეულებრივი, დიდი ისტორიის მქონე, ლამაზ ადგილას განლაგებული ციხის ნანგრევებია:) ეტყობა საქართველოში მსგავს სანახაობებს იმდენად შევეჩვიე, რომ სათანადო ემოციებს ჩემში ვერ აღძრავდნენ, განსხვავებით ”დასავლელი” ტურისტებისგან.

სტამბულში სტუმრობის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტი ბოსფორზე გასეირნებაა.

© Garf

© Garf

შეგიძლიათ მხოლოდ თქვენთვის დაქირავოთ პატარა კატარღა, შეუერთდეთ რომელიმე ტურისტულ ჯგუფს ან იმგზავროთ სახელმწიფო ბორანით.

© Garf

© Garf

ბორანი დილით ადრე გადის და ჯობია განრიგი წინასწარ დააზუსტოთ. მარშრუტი ემინონუს საზღვაო სადგურიდან იწყება. საზღვაო ტრანსპორტის მოძრაობის განრიგსაც აქვე გაეცნობით.

© Garf

© Garf

მიუხედავად ცუდი ამინდისა, ბორანი სავსე იყო თურქი და უცხოელი ტურისტებით, მაგრამ ცივმა ქარმა უმეტესობას ღია გემბანი დაატოვებინა.

© Garf

© Garf

უკანა გზაზე ჩემს გარდა გემბანზე მხოლოდ ორი წყვილი დარჩა – ახალგაზრდა შეყვარებული თურქები და ხანდაზმული, მაგრამ კარგად ეკიპირებული შვედები.

© Garf

© Garf

საბოლოო დანიშნულების წერტილია ანადოლუქავაგი – პატარა დასახლება იქ, სადაც ბოსფორი შავ ზღვას უერთდება.

© Garf

© Garf

სტამბულში ყველაზე მეტად სწორედ ეს ძალიან მშვიდი ადგილი მომეწონა. რომ არა მეორე დღეს ბათუმში გამოფრენა, სიამოვნებით გავატარებდი იქ რამდენიმე დღეს.

© Garf

© Garf

მიუხედავად იმისა, რომ დასახლებაში ბევრმა ტურისტმა მოიყარა თავი, ხალხმრავლობა მხოლოდ ნავსაყუდელის წინ პატარა მოედანზე და მიმდებარე ერთ-ორ ქუჩაზე იგრძნობოდა, სადაც მრავლადაა განლაგებული რესტორნები.

© Garf

© Garf

ბორანი უკან სამ საათში ბრუნდება, ეს დრო საკმარისია იმისთვის რომ დასახლება დაათვალიეროთ, ციხესთან ახვიდეთ და ერთ-ერთ რესტორანში წაიხემსოთ. მათთვის, ვისაც ანადოლუქავაგის გაცნობა უფრო საფუძვლიანად სურს, პორტშივე რამდენიმე სასტუმროა.

© Garf

© Garf

ანადოლუქავაგი მთის ფერდობზეა განლაგებული. მთაზე ძველი ციხის ნანგრევებია, ქვემოთ – მოქმედი სამხედრო გარნიზონი. ციხისკენ რომ ავდიოდით გზაზე სამხედროები დაგვხვდნენ და ძალიან ზრდილობიანად გვთხოვეს არ გადაგვეღო მათი ნაწილი და მიმდებარე ტერიტორია.

© Garf

© Garf

აქვე სათამაშოების მაღაზიაა, სადაც პინოქიო/ბურატიონოების თურქი ნათესავებით ვაჭრობენ.

© Garf

© Garf

აქაურებს მთავარი შემოსავლის წყარო თევზაობა და კრევეტების ჭერაა. მამაკაცების უმეტესობა მეთევზეია. ზღვაში როგორც შედარებით თანამედროვე კატარღებით, ასევე მამაპაპური ძველი ნავებით გადიან.

© Garf

© Garf

კიდევ ერთი შემოსავლის წყარო – ტურისტებია. მათთვის ყველა პირობაა შექმნილი, მაგრამ განსხვავებით სტამბულის სხვა უბნებისგან, აქ არც ერთი გარე მოვაჭრე, ფეხსაცმლის მწმენდავი ან სხვა “ტურისტებზე მონადირე”არ შემხვედრია.

© Garf

© Garf

ციხესთან რესტორანია ღია ტერასებით და ლამაზი ხედით. მენიუ, ისევე როგორც სხვა აქაურ რესტორნებში, ძირითადად ახალი ზღვის პროდუქტებისგან შედგება. სამწუხაროდ ძალიან არ მშიოდა და მხოლოდ ცომში შემწვარი კრევეტებით და ლუდით შემოვიფარგლე, ისე ყველა კერძი საკმაოდ გემრიელად გამოიყურებოდა.

© Garf

© Garf

და ბოლოს – ერთი ჩვეულებრივი, დიდი ისტორიის მქონე, ლამაზ ადგილას განლაგებული ციხის ნანგრევები. ეტყობა მსგავს სანახაობებს იმდენად შევეჩვიე, რომ სათანადო ინტერესს ჩემში ვერ იწვევენ, განსხვავებით დასავლელი ტურისტებისგან:)

© Garf

© Garf

6 Responses to ანადოლუქავაგი

  1. lilasi says:

    ანადოლუქავაგში მინდა…

    • Garf says:

      სტამბულიდან სულ რაღაც 10 ლირად (ორივე გზა დაახლოებით 18 ლირაა) შეგიძლია მოხვდე იქ ;)

  2. ნოემბერი says:

    ჰეჰ, რამდენიო ხანია არ შემოვსულვარ. რემონტი გაგიკეთებია, სურათები დაგი(კი)დია.
    მომწონს.

    • Garf says:

      ვაა, რა ხალხი:)
      სად დაიკარგე და შენი რემონტი როგორ მიდის/დასრულდა?:)

  3. ნოემბერი says:

    კი, რემონტი დასრულდა. ახლა დეკორზე ვზრუნავ. ალბათ კაი ხანს არ მოვიწყენ :)))

    • Garf says:

      ნამდვილად, ჩემი რემონტი/დეკორი/ამასობაშიისევრემონტი/…n შორეულ 1999-ში დაიწყო და ახლა უკვე ერთგვარ ოჯახურ ტრადიციად იქცა:))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: