Linie Aquavit – ერთი სასმელის ისტორია

Linie Aquavit ერთი სასმელის ისტორია
ნოემბრით შთაგონებული პოსტი:)
1805 წელს ნორვეგიელმა ვაჭარმა ჰაინრიხ მეინკემ და მისმა დამ კატარინა ლისჰოლმმა ინდონეზიაში მიმავალ ხომალდზე იქ გასაყიდად განკუთვნილი ტვირთი ჩატვირთეს – ლორი, დამარილებული თევზი, ყველი და ხუთი კასრი ნორვეგიული აკვავიტი – სკანდინავური ალკოჰოლური სასმელი.
ინდონეზიაში კაპიტანმა აკვავიტის გასაღება ვერ შეძლო და 1807 წლის დეკემბერში ისევ ნორვეგიაში ჩამოიტანა. დამწუხრებულმა ნორვეგიელებმა კასრები გახსნეს, რათა კომერციული წარუმატებლობით გამოწვეული სევდა, ეროვნული კარტოფილის არყით გაექარწყლებინათ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მოგზაურობის დრო, ნესტიანობის და ტემპერატურის ცვალებადობა, ზღვის ჰავა, ხომალდის რხევა და სხვა გარემოებები სასმელის გემოზე და არომატზე აისახა და ის ბევრად დახვეწილი გახდა.
1821 წელს იორგენ ლისჰოლმმა თავისი საწარმო დააფუძნა. აკვავიტის კასრებს ის სამხრეთ ამერიკაში მიმავალ ხომალდებს აყოლებდა და მათი დაბრუნების შემდეგ, ზღვაში დაძველებულ სასმელს ყიდდა.
ტრადიცია დღემდე ცოცხალია და Linie Aquavit-ს ოთხთვენახევრის მანძილზე ზღვაში, თანამედროვე გემების გემბანზე ძველ შერის კასრებში აძველებენ. ამ მოგზაურობის დროს, ხომალდი 35 ქვეყანაში შედის და ორჯერ კვეთს ეკვატორს.
ეს ყველაფერი სრულიად შემთხვევით გავიგე, როდესაც რამდენიმე კვირის წინ ჩემი მეგობარი ნორვეგიიდან დაბრუნდა და საჩუქრად Linie Aquavit ჩამომიტანა

ნოემბრით შთაგონებული პოსტი:)

1805 წელს ნორვეგიელმა ვაჭარმა ჰაინრიხ მეინკემ და მისმა დამ კატარინა ლისჰოლმმა ინდონეზიაში მიმავალ ხომალდზე იქ გასაყიდად განკუთვნილი ტვირთი ჩატვირთეს – ლორი, დამარილებული თევზი, ყველი და ხუთი კასრი ნორვეგიული აკვავიტი.

ინდონეზიაში კაპიტანმა აკვავიტის გასაღება ვერ შეძლო და 1807 წლის დეკემბერში ისევ ნორვეგიაში ჩამოიტანა. დამწუხრებულმა ნორვეგიელებმა კასრები გახსნეს, რათა კომერციული წარუმატებლობით გამოწვეული სევდა, ეროვნული კარტოფილის არყით გაექარწყლებინათ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მოგზაურობის დრო, ნესტიანობის და ტემპერატურის ცვალებადობა, ზღვის ჰავა, ხომალდის რხევა და სხვა გარემოებები სასმელის გემოზე და არომატზე აისახა და ის ბევრად დახვეწილი გახდა.

1821 წელს იორგენ ლისჰოლმმა თავისი საწარმო დააფუძნა. აკვავიტის კასრებს ის სამხრეთ ამერიკაში მიმავალ ხომალდებს აყოლებდა და მათი დაბრუნების შემდეგ, ზღვაში დაძველებულ სასმელს ყიდდა.

ტრადიცია დღემდე ცოცხალია და Linie Aquavit-ს ოთხთვენახევრის მანძილზე ზღვაში, თანამედროვე გემების გემბანზე ძველ შერის კასრებში აძველებენ. ამ მოგზაურობის დროს, ხომალდი 35 ქვეყანაში შედის და ორჯერ კვეთს ეკვატორს.

ეს ყველაფერი სრულიად შემთხვევით გავიგე, როდესაც რამდენიმე კვირის წინ ჩემი მეგობარი ნორვეგიიდან დაბრუნდა და საჩუქრად Linie Aquavit ჩამომიტანა:)

4 Responses to Linie Aquavit – ერთი სასმელის ისტორია

  1. noemberi says:

    ra saintereso teqnologiaa : )))) verc ki warmoviodgendi, Tu aseTi rame arsebobda.
    ise, shemTxveviToba rom ara, vin icis axla rogori iqneboda kacobrioba.

  2. Garf says:

    სხვანაირი, ყოველ შემთხვევაში დიდი აღმოჩენების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ შემთხვევითობას უკავშირდება:)
    ალკოჰოლს რაც შეეხება, შემთხვევითობას ბრენდის ისტორიაც უკავშირდება – შუა საუკუნეებამდე ღვინის დისტილატს მისი უკეთ შენახვისთვის, ტრანსპორტირებისთვის და გადასახადის შესამცირებლად ამზადებდნენ და დალევის წინ ისევ წყალს ურევდნენ, სანამ მუხის კასრებში შენახული “ნახევარფაბრიკატი” არ გასინჯეს:)

  3. sandro says:

    Zalian saintereso iyo,momewona:)

  4. Garf says:

    მადლობა, მეც მომეწონა ეს ისტორია, რომ გავეცანი:) ყველა ბოთლზე, ეტიკეტის უკანა მხარეს დატანილია მოგზაურობის თარიღი და საიტზე შეგიძლია გაეცნო შენი ბოთლის მოგზაურობის მარშრუტს:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: