უკრაინა

რადგან ეს ბლოგი წლევანდელი ხეტიალის “აღრიცხვით” დავიწყე, უკრაინასაც ვახსენებ:) იანვარში კიევში მივლინებას ხარკოვში მეგობართან სტუმრობა გადავაბი.

კიევში საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მქონდა, ამიტომ ქალაქის ”დათვალიერება” მხოლოდ ღამით მოვახერხე. თუ დათვალიერება შეიძლება ეწოდოს ცარიელ ქუჩებში ხეტიალს:)

არ ვიცი, მე გამიმართლა თუ საერთოდ ასეა – ქუჩებში საღამოობით ცოტა ადამიანი იყო. ფუტურისტულ ეფექტს ნისლიც აძლიერებდა.

ხარკოვში ჩემმა მეგობარმა ჩათვალა, რომ მისი მოქალაქეობრივი ვალია შემასწავლოს ქალაქი საკუთარი ხუთი თითივით. ორ დღეში რამდენიმე კილო დავიკელი სიარულში, სამაგიეროდ ქალაქის ცენტრი (საკმაოდ დიდი) თბილისის ცენტრივით შევისწავლე, ბოლოს ტურისტებს გზას ვასწავლიდი:)

რამდენიმე სურათი უკრაინიდან.

გეგმაში კიდევ ერთ მეგობართან – ლვოვში ჩასვლა იყო, მაგრამ რატომღაც არ წავედი, მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებულ დამატებით ხარჯებთან არ იყო დაკავშირებული. ზოგჯერ უაზროდ ”ვამუხრუჭებ” ხოლმე. სამაგიეროდ, ახლა მიზეზი მაქვს კიდევ ერთხელ წავიდე უკრაინაში:)

2 Responses to უკრაინა

  1. noemberi says:

    ძალიან ბევრი დაკარგე ლვოვში რომ არ წახვედი. მაგრამ შემდეგში შეგიძლია გამოასწორო :) ლვოვი სულ სხვა სამყაროა. ძველი ევროპული სტილი დომინირებს, თუმცა ახალი “საბჭოური” უბნებიცაა.

  2. Garf says:

    ხო, ბევრი მსმენია ლვოვზე და ვნანობ ახლა:)
    არაუშავს, მოვიფიქრებ რამეს;)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: