სტამბული – მეთევზეები

”მწვადფართიდან” დაბრუნებულმა დავიწყე გრძელი პოსტის წერა იმის შესახებ, რომ სტამბულში ჩემი მოხვედრა სხვა მიზეზებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში რამდენიმე თევზაობამ განაპირობა. მაგრამ ამასობაში გამოვფხიზლდი და გადავწყვიტე სურათებით შემოვიფარგლო:)

სანაპიროზე და ხიდებზე სეირნობისას ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ამ ქალაქში ყოველი მეორე თევზაობს, სქესის მიუხედავად. 

პატარა მაღაზიაში შევიჭყიტე, სადაც სათევზაო აქსესუარებს ყიდდნენ. გამყიდველმა გამომკითხა საიდან ვარ და მოკლე ლექცია წამიკითხა გურჯისტანში თევზაობის თავისებურებებზე. მაგრამ როგორც კი ვუთხარი – აღარ ვთევზაობთქო, მაშინვე დაკარგა ჩემსადმი ინტერესი:)

ისე, სულმა კინაღამ წამძლია მეც იქვე დავმდგარიყავი ანკესით, მითუმეტეს საჭირო აქსესუარების შეძენა ადგილზევეა შესაძლებელი.

სტამბული – მეთევზეები.

5 Responses to სტამბული – მეთევზეები

  1. noemberi says:

    აი თევზაობის მუღამი არ მესმის რა. ზიხარ ერთ ადგილას და ელოდები. ვერ ვიტან ლოდინს, თანაც განუსაზღვრელი დროით. :)

    • Garf says:

      და ვინ ამბობს რომ უნდა ელოდო? მთელი მუღამიც მაგაშია – ჩააგდებ ანკესს და მერე ფიქრობ რამე აბსტრაქტულ–ამაღლებულზე:)

  2. latatia says:

    მაგარია თევზაობა, თუმცა ერთი წერტილის დიდხანს ცქერას ჩენი ნერვული სისტემა ზოგჯერ ვერ უძლებს ხოლმე…
    წყალში საცურაოდ ვხტები- თევზებს ვაფრთხობ და…. :)
    და აღარ დავყავარ არავის…

    პ.ს. აუ წამიყვანეთ რა, გეფიცებით წყნარად ვიჯდები, ხმას არ ამოვიგებ და ანკესსაც არ გავანძრევ… :))))

  3. latatia says:

    კარგად ვარ, მაგრამ უკეთ ვიქნებოდი, შენი პოსტის წყალობით, სოფელი, ბუნებაში ხეტიალი, თევზაობა და სტამბული არ გამხსენებოდა… :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: