სტამბული – ცისტერნები

მიწისქვეშა წყალსაცავები ჩემს პირად რეიტინგში პირველ ადგილზე მოხვდნენ.

ბაზილიკა ცისტერნა – 532 წ.


თურქებმა ეს ცისტერნა კონსტანტინოპოლის აღებიდან ერთი საუკუნის შემდეგ აღმოაჩინეს, ისიც შემთხვევით.


ფონად დაბალ ხმაზე ჩართულია რაღაც ნელი აღმოსავლური მოტივი.

წყლიდან ნაღვლიანი თვალებით თევზები იყურებიან და საჭმელს ითხოვენ. მოაჯირებთან მისული ადამიანების წინ თავებს ყოფენ წყლიდან:)


ორი კოლონა მედუზას მოკვეთილ თავებს ეყრდნობა.

ერთადერთი რაც არ მესიამოვნა – ხალხის სიმრავლე.


ცისტერნა 1001 კოლონა – მე-6 საუკუნე.


ბაზილიკა ცისტერნას შემდეგ ზომით მეორეა. აქ 360 ათასი ადამიანისთვის 10 დღის წყლის მარაგი ინახებოდა.


ბაზილიკა ცისტერნისგან განსხვავებით, აქ ხალხი თითქმის არ იყო – ორიოდე ტურისტი და რამდენიმე ადამიანი ცისტერნის პერიმეტრზე განლაგებულ პატარა ოფისებში. რას საქმიანობდნენ არ დავინტერესებულვარ:)


აქვე სამ გამოყოფილ სექციაში მოწყობილი იყო პატარა ფოტოექსპოზიცია.


ბილეთის ღირებულებაში (10 ლირა) შედის ჩაი ან ყავა ცისტერნაში მდებარე პატარა კაფეში.


ამბობენ, ცისტერნაში 264 მარმარილოს კოლონაა,  არ გადამიმოწმებია:)

პ.ს. ვერტიკალი ჩემი ტკივილია:) ბატარეის ეკონომიის მიზნით კამერის დისპლეი გამორთული მქონდა გადაღების დროს…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: