CouchSurfing

სანამ სტამბულის სურათებს დავუბრუნდები, მინდა ერთი საინტერესო საიტის შესახებ დავწერო.

მოგზაურობის დროს ერთ-ერთი მთავარი ხარჯი სასტუმროა, განსაკუთრებით თუ მოგზაურობა ხანგრძლივია. ქოაჩსერფერები ერთმანეთს უფასოდ სთავაზობენ ღამის გასათევს. დღეისთვის საიტზე დარეგისტრირებულია 1,076,345 ადამიანი 231 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდანაც. მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში შეგიძლიათ მოძებნოთ ადამიანები, რომლებიც უფასოდ გიმასპინძლებენ თუ დააპირებთ იქ ჩასვლას. რაც მთავარია, არავინ არაფერს არ გავალდებულებთ – თუ სახლში არ გაქვთ სტუმრის ადგილი, შეგიძლიათ უბრალოდ შეხვდეთ, ქალაქი დაათვალიერებინოთ, etc.:)

მოკლედ, თუ ეს თქვენთვის საინტერესოა – ჯოინ:)

10 Responses to CouchSurfing

  1. noemberi says:

    მიუხედავად იმისა, რომ იდეა ძალიან მომწონს, მე თავად ალბათ არ ვარ მზად ამისთვის. “ჭარბი” რეალური ურთიერთობების შიში მაქვს : ))

  2. bigcrow says:

    ვაჰ ვაჰ, მსმენოდა ამაზე საიდანღაც, ჰოდა ავდექი და დავრეგისტრირდი :)
    უსაფრთხოა ისე? :)

    • Garf says:

      ორ უცხოელ ქოაჩსერფერს თბილისში შევხვდი შემთხვევით, ფრიად კმაყოფილები ჩანდნენ. ზაფხულში კარგად თუ იქნა ყველაფერი მე თვითონ გამოვცდი რამდენად უსაფრთხოა:) ხო, 14 ივნისს მგონი საჯომარდოდ აპირებენ გასვლას არაგვზე..

Leave a reply to Garf კომენტარის გაუქმება